English / ქართული / русский /
ნინო მიქიაშვილი
გლობალიზაციის ეპოქაში მცირე ღია ეკონომიკის ქვეყნების შრომის ბაზრის ზოგიერთი თავისებურება

ანოტაცია

შრომითი რესურსების თავისუფალი გადაადგილება მცირე ზომის განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებისთვის ოცდამეერთე საუკუნის გამოწვევაა. ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია მიგრაციის ეკონომიკურ ასპექტებზე, მობილური და კვალიფიციური შრომის ბაზრის ფორმირებისა თუ მისი განვითარებისთვის ხელშემწყობ ფაქტორებზე. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ შრომის ბაზარზე რაციონალური, სისტემური და მიზანმიმართული ზემოქმედებით შესაძლებელია გლობალიზაციის უარყოფითი შედეგების შემცირება, ოღონდ იგი უნდა იყოს ადეკვატური და დროული, რათა რეგიონული და გლობალური მდგომარეობის გაუმჯობესება გამოიწვიოს.

საკვანძო სიტყვები: გლობალიზაცია, შრომის ბაზარი, მიგრაცია, ჯინის კოეფიციენტი, ჰუმანური განვითარების ინდექსი 

შესავალი

გლობალიზაცია თანდათან ცვლის არსებულ რეალობას და როგორც მაკროეკონომიკურ, ასევე მიკროეკონომიკურ დონეზე საჭირო ხდება შეგუება, ხშირ შემთხვევაში ტრადიციული ურთიერთკავშირების გარდაქმნაც კი. მსოფლიოში მიმდინარე პროცესები შრომის ბაზარს განსაკუთრებით შეეხო და სამომავლოდ, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტ ზეგავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ყოფაზე. გლობალიზაციის პროცესი განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს შრომით რესურსებს. შრომა, როგორც წარმოების ფაქტორი, ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობის უცილობელი შემადგენელია [Pride et al., 2014:13-14], [McConnell et al., 2012:10-11], [McConnell et al, 2012:24]. შრომის მწარმოებლურობის უწყვეტი ზრდა ეკონომიკური ზრდისა და განვითარების წინაპირობაა. აქედან გამომდინარე, მწარმოებლურობის ამაღლებისთვის ადამიანისეულ კაპიტალში ინვესტირება მეტად პრიორიტეტული ხდება როგორც მცირე, ასევე დიდი ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის [Ehrenberg, Smith, 2015: 314]. უპირატესად კვალიფიციური სამუშაო ძალა განსაზღვრავს ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებებსა და ტემპებს. ცხადია, არაკვალიფიციურ სამუშაო ძალას თავისი ადგილი აქვს, თუმცა მისი როლი მოკრძალებულია. იგი მხოლოდ დამხმარე ფუნქციას ასრულებს. რადგან ეკონომიკური ზრდა და განვითარება რესურსულ უზრუნველყოფას საჭიროებს, ადამიანისეული კაპიტალით მდიდარი ქვეყნები გაცილებით  სწრაფად და თანაბარზომიერად ვითარდებიან. მცირე ღია ეკონომიკის ქვეყნებისთვის, რომლებიც ეკონომიკურ განვითარებას ესწრაფვიან, შრომითი რესურსების მართვა, მათ მწარმოებლურობის ზრდაზე ზრუნვა ერთ-ერთ უპირველეს ამოცანად უნდა გვევლინებოდეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მსგავსი ქვეყნების ნაწილი (მათ შორის საქართველოც) ადამიანისეული რესურსებით მდიდარი არ არის. სწორედ ამიტომ, მწარმოებლურობის ზრდა და ახალი ტექნოლოგიების ათვისება-დანერგვა მათ შემთხვევაში განსაკუთრებით საშურია.

მსოფლიო თუ რეგიონულ ბაზარზე გასასვლელად შედარებით ნაკლები ბარიერი არსებობს როგორც ფირმების, ასევე ფიზიკური პირებისთვის. გლობალიზაციამ მეტი მოქნილობა შესძინა შრომის საერთაშორისო ბაზარს [Mikiashvili, 2017:58]. შესაბამისად, მიგრანტთა და ემიგრანტთა საერთაშორისო თუ შიგა ნაკადები მნიშვნელოვნად ცვლის ამა თუ იმ ქვეყნის შრომით პოტენციალს. მიგრაციის უმთავრეს მიზეზთაგან საქართველოსთვის უმეტესობა აქტუალურია, ამიტომ შრომის ბაზარზე მოქმედ ფაქტორთა შესწავლა აქტუალურია და ახლო მომავალშიც არ დაკარგავს განსაკუთრებულ სიმწვავეს.

კვლევის მეთოდი. შრომის ბაზრისა და მიგრაციული ნაკადების შესწავლისას უპირატესად განხილულია ამ საუკუნეში მიმდინარე პროცესები. ცვლილებები მტკივნეულად შეეხო შრომის ბაზარს, რომელსაც, ციკლურ უმუშევრობასთან ერთად, ფართომასშტაბიანი სტრუქტურული უმუშევრობა უნდა დაეძლია. ყოველივე ამას თან დაერთო სამუშაო ძალის გადინება ქვეყნის გარეთ, შიგა მიგრაცია, სამუშაო ძალის მოდინება უცხოეთიდან. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია გადინებისა და შემოდინების გეოგრაფიის განხილვა, ასევე სამუშაო ძალის გადაადგილებაზე მოქმედი ფაქტორების გამოვლენა. სტატისტიკური მონაცემები უპირატესად ოფიციალური წყაროებიდანაა მოძიებეული.

გლობალიზაცია და შრომის ბაზრები. გლობალიზაცია, კერძოდ, ეკონომიკური გლობალიზაცია, საკმაო ზეგავლენას ახდენს ქვეყნისა თუ რეგიონული შრომის ბაზრებზე. ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს ამ მიმართულებით განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებისა და ტრანსეროვნული კორპორაციების ზეწოლა წარმოადგენს. მათ მიერ გამოშვებული პროდუქცია, როგორც წესი, კონკურენციულ ბრძოლაში თავიდანვე ამარცხებს განვითარებადი და/თუ მცირე ეკონომიკის ნაწარმს, რაც, თავის მხრივ, ადგილობრივი თუ რეგიონული პროდუქციის გასაღებას აფერხებს. აღნიშნული ჯაჭვურ რეაქციას იწვევს და მილიონობით ადამიანი უმუშევარი ან მცირედანაზღაურებადი ხდება. შესაბამისად, უარესდება სოციალური ფონი, მატულობს სიღარიბე და სიღატაკე, რაც სამუშაო ძალას მიგრაციისკენ უბიძგებს. რეალურად, მსოფლიო სამუშაო ძალის ინტენსიური მიგრაციის პრობლემის წინაშე დადგა [Ehrenberg, Smith, 2015:351].

მიგრაცია, მით უმეტეს ინტენსიური, მნიშვნელოვნად ცვლის ჩამოყალიბებულ პროპორციებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიო მასშტაბით. ემიგრაციის ქვეყნებში: მუშახელის, განსაკუთრებით კვალიფიციური კადრების რაოდენობა მცირდება; ირღვევა სქესობრივი და ასაკობრივი სტრუქტურა, რადგან ემიგრაციაში უმეტესად ახალგაზრდები მიდიან, სქესობრივი დისბალანსი ქვეყნებისდა მიხედვით განსხვავებულია; იკლებს შობადობა, რაც ამწვავებს დემოგრაფიულ პრობლემებს და აჩქარებს `დაბერების~ პროცესს; სახელმწიფოს მიერ ადამიანისეულ კაპიტალში განხორციელებული ინვესტირება მშობლიური ქვეყნისთვის დაკარგულად ითვლება და უკუგებას სხვა ქვეყანა ან ქვეყნები იღებენ; ოჯახების უმრავლესობა ვერ უძლებს მრავალწლიან განშორებას და ისინი ირღვევა, რაც საზოგადოების მორალურ ტვირთს ამძიმებს. იმიგრაციის ქვეყნებში კი პრობლემები უმძაფრდება ადგილობრივ მუშახელს, იცვლება რასობრივ-ეთნიკურ-რელიგიური შემადგენლობა. საერთაშორისო მიგრაციის მასშტაბებზე, ასაკობრივ და წარმოშობის ადგილის მიხედვით განაწილებაზე გარკვეულ წარმოდგენას იძლევა ცხრილი 1 [Origins and Destinations of the World’s Migrants, 1990-2017, 2017]. საკმაოდ შთამბეჭდავი მონაცემებია, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიგრაცია ბუნებრივი პროცესია და კაცობრიობის ისტორიისთვის დამახასიათებელია სხვადასხვა მიზეზით საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. მიგრაცია პრობლემად მხოლოდ მაშინ აღიქმება, თუ იგი უკონტროლოდ მიმდინარეობს და მისი მართვა ვერ ან არ ხერხდება.

                                                                                                                                          ცხრილი 1

საერთაშორისო მიგრანტები ასაკისა და წარმოშობის მიხედვით (1995-2017)

ქვეყნების (რაიონების

 

 

 

ტერიტორიები

 

 

 

მიგრანტები

  2000-2017

 

რეგიონების)

 

რაოდენობა

 

 

პროცენტი

 

 

 

რაოდენობა

სულ

ასაკის მიხედვით

წარმოშობის მიხედვით

სულ

ასაკის მიხედვით

წარმოშობის მიხედვით

ათასი

%

მსოფლიო (232)

214

179

187

92

77

81

240,176

93

აფრიკა (58)

48

33

40

83

57

69

19,479

79

აზია (50)

44

37

34

88

74

68

67,259

85

ევროპა (48)

47

43

44

98

90

92

77,895

100

ლათინური ამერიკა-კარიბის ზღვა (48)

47

44

45

98

92

94

9,468

100

ჩრდ.ამერიკა (5)

5

5

5

100

100

100

57,664

100

ოკეანეთი (23)

23

17

19

100

7

83

8,411

100

წყარო: მიგრაციის ანგარიში. 2017. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

 

საერთაშორისო მიგრაციის მასშტაბები თანდათან ფართოვდება, ეკონომიკური პრობლემების გამო გამოწვეულ მიგრაციას თან ერთვის სამხედრო კონფლიქტებით პროვოცირებული ლტოლვილთა ნაკადები. აშკარად გამოკვეთილია სამი მთავარი ცენტრი: ევროპა (ძირითადად დასავლეთ ევროპა), ჩრდილოეთ ამერიკა და აზია (უპირატესად სპარსეთის უბის ნავთობმომპოვებელი ქვეყნები).

საქართველოში მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით ემიგრანტთა განაწილება მოცემულია დიაგრამაზე. საქართველოდან უფრო მეტი ქალია გასული ქვეყნიდან, ვიდრე მამაკაცი და ეს დამატებით პრობლემებს უქმნის ოჯახებს, რომლებშიც ბავშვები დედის უშუალო მზრუნველობის გარეშე იზრდებიან. საქართველოს შემთხვევაში მიგრაციის პრობლემას ის გარემოება ამძაფრებს, რომ არათუ რამდენიმე წელი, არამედ ათწლეული გადის და უცხოეთში ბედის მაძიებლები ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას. ცხადია, რაც უფრო ხანგრძლივია განშორება, მით მეტია გაუცხოების საფრთხე როგორც პიროვნულ, ასევე საზოგადოებრივ დონეზე.

                                     

                                           დიაგრამა. ემიგრანტების განაწილება სქესის მიხედვით

                                               წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საინტერესო და საგულისხმოა „ჵეწ ღესეარცჰ ჩენტერ“-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა საქართველოს მიგრანტთა შესახებ, რომლებიც სხვა ქვეყნებში იყვნენ დაბადებულნი, მაგრამ საქართველოში ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ (ცხრილი 2).

                                                                                                                                                  ცხრილი 2

1990-2017 წლებში მიგრანტთა რაოდენობა საქართველოში

ქვეყანა

1990

ქვეყანა

2000

ქვეყანა

2000

qveyana

2017

რუსეთი

150000

რუსეთი

40000

რუსეთი

40000

ruseTi

40000

უკრაინა

50000

სომხეთი

10000

სომხეთი

10000

somxeTi

10000

ყაზახეთი

20000

უკრაინა

10000

უკრაინა

10000

ukraina

10000

ბელორუსი

20000

აზერბაიჯანი

<10000

აზერბაიჯანი

<10000

azerbaijani

<10000

უზბეკეთი

10000

ყაზახეთი

<10000

ყაზახეთი

<10000

yazaxeTi

<10000

გერმანია

<10000

ბელორუსი

<10000

ბელურისი

<10000

ბელორუსი

<10000

აზერბაიჯანი

<10000

უზბეკეთი

<10000

უზბეკეთი

<10000

უზბეკეთი

<1000

მოლდოვა

<10000

გერმანია

<1000

გერმანია

<1000

გერმანია

<1000

სომხეთი

<10000

მოლდოვა

<1000

მოლდოვა

<1000

მოლდოვა

<1000

პოლონეთი

<10000

თურქეთი

<1000

თურქეთი

<1000

თურქეთი

<1000

ლიტვა

<10000

ყირგიზეთი

<1000

ყირგიზეთი

<1000

ყირგიზეთი

<1000

ყირგიზეთი

<10000

ბულგარეთი

<1000

ბულგარეთი

<1000

ბულგარეთი           

<1000

ტაჯიკეთი

<10000

რუმინეთი

<1000

რუმინეთი

<1000

 

<1000

თურქმენეთი

<10000

ლიტვა

<1000

ლიტვა

<1000

რუმინეთი

<1000

ლატვია

<10000

ლატვია

<1000

ლატვია

<1000

ლიტვა

<1000

ესტონეთი

<1000

თურქმენეთი

<1000

თურქმენეთი

<1000

ლატვია

<1000

თურქეთი

<1000

პოლონეთი

<1000

პოლონეთი

<1000

თურქმენეთი

<1000

წყარო: კვლევითი ცენტრი „Pew Research Center“.  http://www.pewglobal.org/2018/02/28/global-migrant-stocks/…

კვლევის შედეგები შეიძლება კამათს იწვევდეს, მაგრამ ხანგრძლივი დაკვირვების შედეგების გაანალიზების თვალსაზრისით საინტერესოა. საერთაშორისო მიგრაციის ინტენსივობა და მიმართულებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე როგორც საშუალოვადიან, ასევე გრძელვადიან პერიოდებში. შესაბამისად, აქტუალურია იმ მიზეზების კვლევა, რომლებიც ამძაფრებს და აღრმავებს შრომითი რესურსების გადაადგილებით გამოწვეულ პრობლემებს: გარე მიგრაციას თან ერთვის შიგა მიგრაცია, რაც მცირე ეკონომიკის ქვეყნებში მნიშვნელოვნად ზრდის დისპროპორციას რეგიონებს შორის. განვითარებად ქვეყნებში თანამედროვე შიგა მიგრაციის ყველაზე გავრცელებული ფორმა არის „სოფელი-ქალაქი“, ხოლო განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში „ქალაქი-სოფელი“. ამ უკანასკნელის ინტენსივობა ნაკლებია და უპირატესად მოსახლეობის შეძლებულ ფენას ეხება. ისინი ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და პირადი სივრცის გაფართოებისთვის დიდი ქალაქების გარეუბნებში ან ახლომახლო სოფლებში გადადიან საცხოვრებლად. ამდენად, ე.წ. „ქანქარისებურ“ მიგრანტთა რიგებს ავსებენ და „საძილე“ უბნების ფენომენს აყალიბებენ. შემოსავლის გაზრდის მიზნით სოფლიდან ქალაქში საცხოვრებელი ფართისა და სამუშაოს მაძიებელი ადამიანების ნაკადი გარკვეულწილად ამძიმებს სოციალურ გარემოს. შიგა მიგრაცია საერთაშორისო მიგრაციასთან შედარებით სახელმწიფოების მიერ უფრო მარტივად რეგულირდება [Schwartz A. 1973: პ.1161].

საერთაშორისო მიგრაციასთან გამკლავება განვითარებული და დიდი ეკონომიკის ქვეყნებს უჭირთ და, ცხადია, მცირე განვითარებადი ქვეყნებისთვის ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.

შემოსავლებში უთანაბრობა, როგორც გადაადგილების მასტიმულირებელი ფაქტორი. ქვეყნის ეკონომიკის ზრდა უპირატესად რესურსულ უზრუნველყოფასა და მის მწარმოებლურობას უკავშირდება. შრომითი რესურსი მისი მწარმოებლურობით ფასობს, მაღალმწარმოებლური უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და განახლებას ფინანსური და მატერიალური უზრუნველყოფა სჭირდება. სახელმწიფომ რაც არ უნდა თავის თავზე აიღოს ამ მხრივ დანახარჯები, ინდივიდს თუ ოჯახს მაინც უწევს პირდაპირი თუ ირიბი დანახარჯების გაღება, ასევე არანაკლებ საგულისხმოა დასაქმების დონე და პერსპექტივები მშობლიურ ქვეყანაში [მიქიაშვილი, 2017:336].

ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიგა პროდუქტის საშუალო მაჩვენებელთან ერთად, ჯინის კოეფიციენტი და ჰუმანური განვითარების ინდექსი საშუალებას იძლევა, დახასიათდეს ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური გარემო, ანუ რამდენად ხელსაყრელია იგი უნარების განვითარებისთვის, პიროვნული თვისებებით შრომითი მოწყობისა თუ კარიერული წინსვლისთვის. თუ მსგავსი შესაძლებლობები ნაკლებად ან თითქმის არ არის, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ცდილობს, მოძებნოს უკეთესი პირობები იქ, სადაც უკეთ გადაუხდიან ან/და მეტ პერსპექტივას დაინახავს.

შემოსავლები მეტწილად განსაზღვრავს ინდივიდის განვითარებასა და ცხოვრების დონეს. ჯინის კოეფიციენტი სიმდიდრის განაწილების პროპორციებს ადგენს. მსოფლიო მასშტაბით სიმდიდრის ყველაზე თანაბრად განაწილების მქონე ქვეყნებს აღნიშნული მაჩვენებელი 24-2 აქვთ, ხოლო უთანაბრო განაწილების ლიდერები 60-65-ის ფარგლებში მერყეობენ. საქართველო ამ კუთხით სადღაც შუა პოზიციას იკავებს. 2006-2016 წლებში საქართველოსთვის ჯინის ინდექსი მთლიანი შემოსავლის მიხედვით მერყეობდა 39-44-ის შუალედში. კერძოდ, 44 – 2006 წელს, 43 – 2008-2011 წლებში, 41 – 2012-ში, 40 – 2013-ში, 29 – 2014-15-ში და კვლავ 30, 2006 წელში. შემოსავლებში უთანაბრობა დასაძლევია, თორემ არა მარტო არაკვალიფიციური, არამედ კვალიფიციური და პოტენციურად კვალიფიციური მუშახელი კვლავ დატოვებს ქვეყანას, რაც შემდგომში სწრაფი და მდმივი განვითარების პერსპექტივებს უტოპიად აქცევს.

რაც შეეხება ჰუმანური განვითარების ინდექსს, იგი კომპლექსური მაჩვენებელია (შედგება შემდეგი მაჩვენებლებისგან: მთლიანი შიგა პროდუქტი ერთ სულზე; მოსახლეობის განათლების დონე და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა) და მოსახლეობის ცხოვრების დონის დასახასიათებლად უმჯობესია. ჰუმანური განვითარების ანგარიშებში წამოჭრილი ბევრი საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რეგიონში შემოსავლების ყველაზე უთანაბრო განაწილების გამო, თან საქართველოს ჰუმანური განვითარების ინდექსი იკლებს 12,2%-ით უთანასწორობის ფაქტორის მიხედვით გადათვლისას. აღსანიშნავია, რომ მაღალი ჰუმანური განვითარების მქონე ქვეყნებში უთანასწორობით გამოწვეული მაჩვენებლის საშუალო კლება 20,0%-ს შეადგენს. 2016 წლის ჰუმანური განვითარების გლობალური ანგარიშის მიხედვით დასაძლევია ის სისტემური ბარიერები, რომელთა არსებობის გამო მსოფლიოში მრავალი ადამიანი განვითარებას ვერ ახერხებს. ჰუმანური განვითარების 2016 წლის გლობალური ანგარიშის სტატისტიკური დანართი, ჰუმანური განვითარების უახლესი ინდექსი (ჰდჳ), ეყრდნობა 2015 წლის მონაცემებს 188 ქვეყნისა და გაეროს მიერ აღიარებული ტერიტორიისთვის.

საქართველოს ჰუმანური განითარების ზოგადი მაჩვენებელია 0,769, რაც შეესაბამება მაღალი ჰუმანური განვითარების მქონე ქვეყნების ჯგუფს. იგი ოდნავ გაუმჯობესებულია 2015 წლის მონაცემთან შედარებით (0,754). 2000-2015 წლებში საქართველოს მაჩვენებელი გაიზარდა 0,673-დან 0,769-მდე. მთლიანმა ზრდამ 14,3% შეადგინა. საქართველო 70-ე ადგილზეა 188 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის. მისი ჰუმანური განვითარების 2015 წლის ინდექსი (0,769) უსწრებს მაღალი ჰუმანური განვითარების მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (0,746) და ევროპისა და შუა აზიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (0,756). 1990-2015 წლებში დაბადებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა საქართველოში გაიზარდა 4,7 წლით, სწავლის ხანგრძლივობა – 0,5 წლით, ხოლო სწავლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1,5 წლით. მთლიანი შიგა პროდუქტი ერთ სულზე გაიზარდა 17,1%-ით. დადებითი დინამიკა შესანარჩუნებელია და მეტი ტემპითაა განსავითარებელი, რათა კაცობრიობის მიერ მიღწეული სიმაღლეები უნარ-ჩვევების გამომუშავება-განვითარების სფეროში საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს [ჰუმანური განვითარების ინდექსი, საქართველო, 2016:3].

განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნების შრომის ბაზრის ეფექტიანობა. ეფექტიანი შრომის ბაზრის ფორმირება მარტივი არ არის. საზღვრების გახსნილობის პირობებში რთულია კვალიფიციური მუშახელის მომზადება-შენარჩუნება, ე.წ. `ტვინების გადინების~ წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან სხვადასხვა ქვეყნის შრომის ბაზრები განსხვავებულ მოთხოვნებს და პირობებს უყენებენ შრომის ფაქტორს. ცხადია, შრომის ბაზარი მით უფრო დინამიურია, რაც უფრო ღიაა ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკა. მცირე ღია ეკონომიკის ფარგლებში მასიური უმუშევრობა გაცილებით მძიმე ტვირთად აწვება ქვეყნის ეკონომიკას [მიკიასჰვილი&გიორგობიანი, 2017:444]. უმრავლეს ქვეყნებში გართულდა უმუშევრობასა და დაბალ შემოსავლებთან გამკლავება. შრომის მიმწოდებლებისთვის კი განსაკუთრებით ღირებულია სტაბილურობის განცდა და გრძელვადიანი უმუშევრობის საფრთხისგან თავდაცვა [Mikiashvili&Lobzhanidze, 2016:12]. საქართველოს შრომის ბაზარი მნიშვნელოვანი დარტყმების წინაშე დგას: საკმაოდ შეზღუდულია დასაქმების შესაძლებლობები; შრომითი რესურსი ნაწილობრივ გამოიყენება, მაღალია ხანგრძლივ უმუშევართა წილი უმუშევართა რაოდენობაში, ხოლო უმუშევრებში უმაღლესი განათლების მქონე პირთა სიჭარბეა. შრომის ბაზარზე დისბალანსია მოთხოვნა-მიწოდებას შორის და ა.შ. დაქირავებით მომუშავეთა 40%-ზე მეტი სახელმწიფო (ძირითადად საჯარო) სექტორშია დასაქმებული, ასევე მაღალია არაფორმალური დასაქმების წილი. შრომისა და დასაქმების პროგრამების შემუშავება-განხორციელებაში ჩართულნი არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების, ასევე იუსტიციის სამინისტროები, სოციალური მომსახურების სააგენტო, პრობაციის ეროვნული სააგენტო და სხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები.

„შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ კრიტერიუმებით, საქართველოში უმუშევრობის დაბალი დონეა, მხოლოდ 12%, თუმცა მასში ფარული უმუშევრობის კრიტერიუმები და მომუშავეთა კვალიფიკაციის შეფასება გათვალისწინებული არ არის. ექსპერტული შეფასებებით უმუშევრობის დონე ოფიციალურს 3-ჯერ და მეტადაც კი აჭარბებს. მთავარი პრობლემა დასაქმების სტრუქტურაა, რადგან 50%-მდე თითდასაქმებულია. დასაქმების სტრუქტურა 1996 წლიდან სერიოზულად არ შეცვლილა და ეკონომიკის რეალური სექტორი იმავე დონეზე დარჩა, არადა სწორედ რეალური სექტორის განვითარება იძლევა მუდმივი ეკონომიკური ზრდის გარანტიას. უმუშევრობის დონე მამაკაცებში უფრო მაღალია (16,5%), ვიდრე ქალებში (12,3%), რაც ქალების შედარებით მეტი აქტიურობით აიხსნება. გარდა ამისა, ქალების შრომის ანაზღაურება 36%-ით ჩამორჩება მამაკაცების საშუალო ხელფასს; საქართველოში მაღალია იმედდაკარგული მუშახელის წილი, ახალგაზრდებში (15-დან 30 წლამდე) უმუშევრობის მაჩვენებელი უფრო მაღალია (34%), ვიდრე 45 წელს გადაცილებულთა შორის (8%). ზოგადად, ახალგაზრდები სამსახურს შედარებით აქტიურად ეძებენ, 45 წლის შემდეგ კი სამსახურის შოვნის იმედი თანდათან ეწურებათ. საქართველოში უმუშევართა თითქმის 1/3 უმაღლესი განათლებითაა, მაღალია საგანმანათლებლო ცენზი (უმაღლესი განათლების მქონეთა წილი მოსახლეობაში), შრომის პირობებისადმი გაზრდილი მოთხოვნებია და სხვ. ოფიციალური სტატისტიკით, ქალაქში უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ეკონომიკურად აქტიურ ქალაქებში უმუშევრობა ბუნებრივად მაღალია, სოფლად აღნიშნული მაჩვენებელი უფრო მცირეა, რადგან გამოთვლის მეთოდოლოგიით 1 ჰა მიწის მფლობელი დასაქმებულად ითვლება.

დასაქმების ზრდის პოლიტიკის ორი ძირითადი ალტერნატივაა: პირველი მათგანი გულისხმობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობის არაპირდაპირ პოლიტიკას. იგი კერძო სექტორს უბიძგებს წარმოების გაფართოებისა და ახალი სფეროების ათვისებისაკენ. მეორე ალტერნატივა პირდაპირი დასაქმების პოლიტიკაა სამთავრობო ორგანოების უშუალო ჩარევით. დასაქმების არეალის გაფართოება, კვალიფიციური შრომითი რესურსებისთვის ადგილობრივ ბაზარზე შესაბამისი ანაზღაურებისა თუ კარიერული წინსვლის პერსპექტივა მნიშვნელოვნად შეამცირებს აქტიური, დიდი პოტენციალის მქონე სამუშაო ძალის გადინებას ქვეყნიდან, რითაც ხელი შეეწყობა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში უწყვეტ ეკონომიკურ ზრდასა და შემოსავლების გამოთანაბრებას.

გლობალური კონკურენტუნარიანობის 2014-2015 წლების რეიტინგის მიხედვით [თჰე გლობალ ჩომპეტიტივენესს ღეპორტ 2014–2015], ბიზნესლიდერებისა და ინვესტორების უმრავლესობა (21%) საქართველოში ბიზნესის ხელშემშლელ მთავარ ფაქტორად სამუშაო ძალის არაკვალიფიციურობას ასახელებს, 2015-2016 წლების რეიტინგში იგივე პრობლემა 14%-ის მიერ იყო დასახელებული. ქართულ შრომის ბაზარზე ერთგვარ პარადოქსს აქვს ადგილი. ერთი მხრივ, მოთხოვნაა კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე, მაგრამ მეორე მხრივ, არსებობს ჭარბი სამუშაო ძალა და მთავარი პრობლემა სწორედ არასათანადო კვალიფიკაციაა.

შედეგები და დასკვნები. შრომითი რესურსების თავისუფალი გადაადგილება თანამედროვე მსოფლიოს ატრიბუტი გახდა, ამიტომაც ადამიანისეული რესურსების რაციონალური მართვა ლოკალურად ვერ განხორციელდება. გლობალური პროცესების განვითარება მცირე ზომის ეკონომიკის ქვეყნებს სირთულეების წინაშე აყენებს, რაც, უპირველეს ყოვლისა, კვალიფიციური სამუშაო ძალის მკვეთრად შემცირებასა და აქტიური სამუშაო ძალის გადინებას უკავშირდება. შრომითი რესურსების მართვა მცირე ეკონომიკის ქვეყნებისთვის მნიშვნელოვნი გამოწვევაა, ამიტომ ფასდაუდებელია შრომითი რესურსების ეფექტიანად გამოყენების სტრატეგიული ხედვა. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, რომ ეკონომიკური ზრდა და განვითარება ავტომატურად ვერ უზრუნველყოფს სრულ დასაქმებას, ხარისხიანი შრომის პირობებს, შემოსავლის თანაბარ განაწილებას, იძულებითი გადაადგილების აღმოფხვრას.

მიგრაციული პროცესები უპირატესად დარეგულირდება შრომის ბაზრის სრულყოფით, დასაქმების ზრდითა და პიროვნული უნარ-ჩვევების უწყვეტი განვითარების შესაძლებლობებით. მცირე ეკონომიკის ქვეყნებისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის ხელშეწყობა და კერძო სექტორის წახალისება იქნება უპრიანი, რადგან საბაზრო სტიმულებს მეტად განავითარებს.

რეგიონული განვითარების სტიმულირებისთვის შესაძლებელი უნდა იყოს არა მარტო სეზონური, არამედ ხარგრძლივი პერიოდით დასაქმება. კვალიფიციურ მუშახელზე მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებისთვის ახალი ტექნოლოგიების დანერგვა უნდა ხდებოდეს როგორც საგანმანათლებლო სივრცეში, ასევე ეკონომიკის ყველა სექტორში. ამ მიმართულებებით დაწყებული ქმედებები იმდენად უნდა გაფართოვდეს, რომ საქართველოს შრომის ბაზარი რაც შეიძლება მოკლე ხანში ახალი თვისებრიობის წინაშე დადგეს.

მიგრირებულ პროცესს კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე დაბალანსებული მოთხოვნის ზრდა შეამცირებს, მეტი ენერგია დაიხარჯება ეროვნული ეკონომიკის გასაჯანსაღებლად, არაკვალიფიციური შრომის გადინებაც იკლებს, რადგან მოიმატებს სამუშაო ადგილების რიცხვი და მეტი გასაქანი ექნება არაკვალიფიციური შრომის კვალიფიციურ შრომად გარდაქმნას.

შრომის ბაზარზე რაციონალური და მიზანმიმართული ზემოქმედებით გლობალიზაციის უარყოფითი შედეგები შემცირდება, ოღონდ ზემოქმედება უნდა იყოს ადეკვატური და დროული, რათა რეგიონული და გლობალური მდგომარეობის გაჯანსაღებასაც შეუწყოს ხელი.

ლიტერატურა

  1. მიგრაციის ანგარიში. 2017. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. International Migration Report 2017. The United Nations.http://www.un.org/en/development/desa/population/migration/publications/migrationreport/docs/MigrationReport2017_Highlights.pdf
  2. მიქიაშვილი ნ., 2017. შრომითი რესურსების ეფექტიანობა და ქვეყნის ეკონომიკური განვიარება. მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია `გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში~, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისი, 3-4 ნოემბერი. გვ. 336.  https://www.tsu.ge/data/file_db/economist_faculty/inform.pdf
  3. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო. Geostat Database (PC-AXIS Database) of National Statistic Office of Georgia. http://geostat.ge/?action=page&&p_id=2080&lang=geo;
  4. ჰუმანური განვითარების ინდექსი. საქართველო. 2016. გვ.3 .http://hdr.undp.org/en/countries/profiles/GEO http://hdr.undp.org/sites/all/themes/hdr_theme/country-notes/GEO.pdf
  5. Ehrenberg R.G., Smith Robert S., 2015. Modern Labor Economics. Theory and Public Policy. Twelfth  Edition. Published by Pearson Education. p.314; p.351
  6. Key Indicators of the Labour Market. Eighth edition. International Labour Office. Geneva. 2014. At http://ina.bnu.edu.cn/docs/20140604152414095087.pdf
  7. Mankiw, Gregory N., 2012. Principles of Economics. South-Western, Cangage Learning.
  8. McConnell, Campbell R., Brue, Stanley, and Sean M. Flynn. 2012. Economics: Principles, Problems, and Policies. New York: McGraw-Hill/Irwin. p.10-11.
  9. Millennium Development Goals in Georgia, National Report. 2014. UNDP, at http://www.ge.undp.org/
  10. Mikiashvili N. 2017. Human Resources of Low-Income Country and Migration Flows (Example Georgia). Journal of International Economic Research JIER. ISSN 2500-9656, Latvia, Riga. Volume 3.  No1. p.58  http://irissymposium.wixsite.com/jier
  11. Mikiashvili N., Giorgobiani M. Research of Human Resources and their Flows Using Multivariate Regression Analysis. International Journal of Business and Management Studies, 6 (2), December 2017. Vienna, Austria, 2017, June 26-30. p.444. http://www.universitypublications.net/ijbms/0602/html/toc.html
  12. Mikiashvili N., Lobzhanidze N. 2016. Important Aspects of the Macroeconomic Stability and Competitiveness of a Small Open Economy. CASE-Center of Social and Economic Research. 25th Anniversary conference.  17-18 November,  Warsaw, Poland. p.12. 
  13. Origins and Destinations of the World’s Migrants, 1990-2017. 2017.  Explore origin and destination totals of migrants from 233 countries between 1990 and 2017. 2018.28.02. at http://www.pewglobal.org/2018/02/28/global-migrant-stocks/
  14.  Pride, William M., Hughes, Robert J., and Jack R. Kapoon. 2012. Business. South-Western, Cangage Learning. p.13-14
  15. Schwartz A. 1973. Interpreting the Effect of Distance on Migration, Journal of Political Economy. 81. September/October. p.1153–1167. p.1161.
  16. The Global Competitiveness Report 2014–2015. World Economic Forum, New York: Oxford University Press for World Economic Forum.